რეგიონი
ბახტაძე: ცუდი სპეკულაციაა ანაკლიის პორტის დაკავშირება "თიბისი ბანკის" თემასთან
პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, ბოლო დროს „თიბისი ბანკისა“ და მისი ხელმძღვანელების ირგვლივ განვითარებული მოვლოენების დაკავშირება ანაკლიის პორტთან ცუდი სპეკულაციაა. მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნისთვის სტრატეგიულო პროექტია.

“მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის”, - განაცხადა ბახტაძემ.

ეროვნულიი ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

ამ ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნული საეჭვოდ დაემთხვა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას.
„ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“, - დაწერა მან.

ამავე თემაზე:

მამუკა ხაზარაძე: ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანია ანაკლიის პორტს უკავშირდება


Print