ახალი ამბები
გზდ-ს სამეგრელო-სვანეთის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსად ბესიკ მაქაცარია დაინიშნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დეპარტამენტში უთხრეს.

ამავე ცნობით, ბესიკ მაქაცარია კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელი, ანტიკორუფციული ცენტრის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და გეგუთის ციხის ყოფილი უფროსის მოადგილე იყო.

გზდ-ს ახალმა უფროსმა ვანო შენგელია ჩაანაცვლა. მანამდე კი აღნიშნულ სამსახურს, ბაკურ გულუა ხელმძღვანელობდა.
Print