რეგიონი
აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ტამიში - კოდორის 110 - კილოვატიან ხაზზე მომხდარი ავარიის გამო, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოხუმის ნაწილს, სინოპს, აგუძერას, წებელდას და ვარჩის ნაწილს. ამის შესახებ აფხაზურ მედიას კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა რამინ ზინგიშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, როგორც კი ადგილზე გასული ბრიგადა დაზიანების კერას აღმოაჩენს, ელექტრონერგიის მოსახლეობისთვის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ მოსალოდნელი ენერგოდეფიციტის გამო, აფხაზეთში შესაძლოა მარაოსებრი გამორთვები დაიწყოს. მიზეზად მან ჯვარის წყალსაცავში წყლის დეფიციტი დაასახელა და აღნიშნა, რომ პრობლემის თავიდან აცილების შესაძლოა ელექტროენერგია რუსეთიდან "გადმოქაჩონ". მან ასევე ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ასლან ბასარიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას სოხუმი რამდენიმე დღეში მიიღებს.

Print