რეგიონი
კახათში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მომხდარი ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს. ამავე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print