რეგიონი
აფხაზეთიდან სოჭში 10 ტონაზე მეტი მიმოზა გაიტანეს
მიმდინარე წელს თბილი ამინდების გამო მიმოზა აფხაზეთში ადრე აყვავილდა. მიმოზის პირველი პარტია სოჭში 7 თებერვალს გაიტანეს, ხოლო თებერვლის დასაწყისიდან ამ დრომდე, 10 ტონაზე მეტი ყვავილი გავიდა, წერს "აბხაზია ინფორმი".

გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რუსეთის ფედერაციაში 100 ტონა მიმოზის გატანა იგეგმება. მაშინ როდესაც, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკიდან გატანილი მიმოზის მოცულობა 90 ტონას შეადგენდა.
Print