ახალი ამბები
ფოცხო ეწერს წყლის მიწოდება აღუდგა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერს სასმელი წყლის მიწოდება დაახლოებით ერთი საათის წინ აღუდგა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში სოფელს ენგურჰესის დირექცია დაეხმარა.

"კაშხალზე წყლის დაბალი დონეა, ამის გამო არ ჰქონდა დასახლებას წყალი. ამ ეტაპზე წყალი ყველა კორპუსს მიეწოდება", - თქვა მან.

დასახლებას წყალი დაახლოებით 4 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

ამავე თემაზე: 

ფოცხო ეწერს მეოთხე დღეა წყალი არ მიეწოდება
Print