ახალი ამბები
m² სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში ყინულის სახლის გაფართოებას გეგმავს
დეველოპერული კომპანია m² იმ შემთხვევაში, თუკი ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობა გადაწყდა, ობიექტს მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ ადგილზე საკუთარი ხარჯებით გადაიტანს და გააფართოებს. ამის შესახებ კონცეფციის საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ უთხრა.

მისი ინფორმაციით, ყინულის სახლთან ერთად შეიქმნება სპორტული ცენტრი.

„ეს არ იქნება მხოლოდ ყინულის მოედანი, აქ იქნება, მაგალითად, სატრენაჟორო დარბაზი და სხვა. ამასთან, აბსოლუტურად სხვა ტიპის გადახურვაა დაგეგმილი, სავარაუდოდ, რკინის კონსტრუქციით, რომლის შენახვა ნაკლები დაჯდება“, - აღნიშნა ბურდილაძემ.

მისივე თქმით, ყველა ამ ხარჯს კომპანია საკუთარ თავზე აიღებს.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის საჯარო განხილვა მოეწყო.

ამავე თემაზე:

წითლიძე სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობაზე: ყველა მნიშვნელოვანი პრინციპი დარღვეულია



Print