ახალი ამბები
სამინისტრო: ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყება
ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს.

მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, ზუგდიდში 50 მეტრიანი, ფოთში კი 25 მეტრიანი აუზის მშენებლობის შესახებ.

ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე საცურაო აუზის პროექტირებაზე შპს „კარკასმა“ მუშაობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აუზის პროექტირებაზე კი ფონდი 246 ათას ლარამდე დახარჯავს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში საცურაო აუზის პროექტირებაზე მუშაობა დაიწყო

Print