ახალი ამბები
მოქალაქე სასტუმროს მშენებლობის გასაპროტესტებლად სკეიტ პარკში კარვის გაშლას აპირებს
ზუგდიდელი მერაბ ოკუჯავა სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში შიმშილობას აანონსებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"როგორც კი საკრებულო გამოიტანს გადაწყვეტილებას რეკრეაციულ (სკეიტ პარკი) ზონაში ტერიტორიის გაყიდვის შესახებ, მე, ერთი რიგითი ზუგდიდელი, თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური თუ თანამდებობრივი ამბიციებისგან, გავშლი კარავს პარკის ტერიტორიაზე, გამოვაცხადებ უვადო შიმშილობას", - წერს ოკუჯავა.

რამდენიმე დღის წინ "ზუგდიდი თაიმის" ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეების ჯგუფმა დეველოპერული კომპანია m2-ის მიერ სკეტ პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა. მათი თქმით, აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციული ზონაა და მისი სხვა მიმართულებით განვითარება უნდა მოხდეს.

გუშინ, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სასტუმროს მშენებლობის კონცეფციაზე საჯარო განხილვა გაიმართა.

ამავე თემაზე: 

Print