ახალი ამბები
ქალაქების „მწვანე ხაზებში“ კაპიტალური მშენებლობები აიკრძალება
პარლამენტის წევრები მამუკა მდინარაძე და კახა კუჭავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით „მწვანე ხაზები“ გამოდიან, რომელიც იმ კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს რომელიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს არეგულირებს. კანოპროექტის თანახმად, ტერმინი „მწვანე ხაზები“ შემოვა, რომელიც პარკებს, ბაღებსა და სკვერებს ნებისმიერი კაპიტალური მშენებლობისგან დაიცავს.

"ქართული ოცნების" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, კანონის დონეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცული იქნება ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებული ბაღები, სკვერები და პარკები, რომელთა კოორდინატები პირდაპირ მითითებული იქნება კანონში, რაც სიახლეა და აქამდე გათვალისწინებული არ იყო. ამასთან, ცვლილებები ამ კანონში განხორციელდება პერიოდულად და ეტაპობრივად დაემატება ტერიტორიები, რომელთან დაცვა ქალაქების გამწვანების შესანარჩუნებლად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.


ფოტო: ვალერა ჟვანია
Print