ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაცია: თენგიზ ჯგუშიასთან სადებატო არაფერი გვაქვს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის  პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სამეგრელოს ხმის ლიდერთან თენგო ჯგუშიასთან დებატებს არ აპირებენ. ამავე ცნობით, სკეიტ პარკის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით დისკუსია გუშინ გაიმართა და ჯგუშიას კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა იქვე ჰქონდა.

„გუშინ, საჯარო განხილვაზე თენგიზ ჯგუშიას შეეძლო დაესვა ყველა მისთვის საინტერესო კითხვა და მიეღო პასუხები, როგორც კომპანიის წარმომადგენლებისგან, ასევე ხელისუფლებისგან. აშკარაა, რომ მას სურს მხოლოდ პოლიტიკური ქულები დაიწეროს და როგორმე ასპარეზზე გამოჩნდეს, რაში აყოლასაც ნამდვილად არ ვაპირებთ და მით უმეტეს მასთან სადებატო არაფერი გვაქვს“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

თენგიზ ჯგუშიასთან დებატებს არც ზუგდიდის მერის მოადგილე გიორგი შენგელია გეგმავს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს.

"სამეგრელოს ხმის ლიდერი" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და მერის მოადგილეს გიორგი შენგელიას დებატებში იწვევს. ის მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ამისთვის საეთერო დრო გამონახონ.

ამავე თემაზე:

თენგო ჯგუშია ზუგდიდში მასშტაბურ აქციას აანონსებს (ვიდეო)

Print