ახალი ამბები
მალხაზ ფარცვანია სასაფლაოების მოსაწყობად მიწის გამოყოფას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის ცენტრის" სასაფლაოების მართვის განყოფილების უფროსი მალხაზ ფარცვანია მერიას სასაფლაოს მოსაწყობად გარკვეული ტერიტორიის გადმოცემის სთხოვს. საუბარია სოფელ ჭითაწყარში, დაახლოებით, 3000კვ.მ -ზე მეტ ფართობზე.

"ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს, სასაფლაოების უმეტესობა დაკეტილია. ძალიან მალე ამ მხრივ გამოუვალი სიტუაცია გვექნება, რადგან, ფაქტობრივად, ადგილი არ არის. ჩვენ წერილობით მოგმართავთ, მაგრამ აქაც გავაჟღერებ", -აღნიშნა ფარცვანიამ.

მის პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ თქვა, რომ საკითხზე იმსჯელებენ და თუკი დეფიციტი ნამდვილად არსებობს, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

Print