ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ჩხორიაში დაზიანებული ხიდი რეაბილიტირდება
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, მერის მოადგილემ გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ სოფელ ჩხორიაში დაზიანებული ხიდი შეკეთდება. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოების შესრულება სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში არის შესაძლებელი.

ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მოქალაქე მარიკა თოდუამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, ხიდი გასული წლის აგვისტოში დაზიანდა და ამ დრომდე ვითარება არ შეცვლილა. მისივე განმარტებით, ეს ერთადერთი ხიდია, რომლითაც ორი ოჯახი სარგებლობს.

„აგვისტოდან ეს პრობლემა აქვს ორ ოჯახს, ხომ შეიძლება, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაჩქარდეს. ავადმყოფი ქალი ცხოვრობს და სასწრაფო ვერ მიდის“, - აღნიშნა მან დღეს გამართულ შეხვედარზე.

თოდუამ დასძინა, რომ ბავშვები სკოლაში მისასვლელად სწორედ ამ ხიდს გადიან და ის შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაინგრეს.

ამავე თემაზე:
მოქალაქე: ჩხორიაში ორი ოჯახი საფრთხის წინაშეა
Print