ახალი ამბები
ზუგდიდის ექვს სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობა იგეგმება
ზუგდიდის მერის მოადგილის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს ექვსი საბავშვო ბაღი აშენდება. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ბაღი შემდეგ სოფლებში აშენდება: დარჩელი, ინგირი, ჯუმი, ჭითაწყარი, შამგონა, რუხი. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ათი დღის განმავლობაში გამოცხადდება ტენდერი და მაისიდან მშენებლობა ერთდროულად დაიწყება.

„ეს საკითხი შეთანხმებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ვახორციელებთ დამატებით მოლაპარაკებებს სამი ბაღის აშენებასთან დაკავშირებით, რომელზეც უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - თქვა შენგელიამ.

ამასთან, ააიპ "სკოლამდელი აღზრის დაწესებულებების მართვის ცენტრის" ხელმძღვანელის ხათუნა თოლორაიას ინფორმაციით, სულ 18 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობაა დაგეგმილი. მან ააიპ-ების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საკრებულოში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 8 საბავშო ბაღი დაქირავებულ შენობაში ფუნქციონირებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 60 ათასი ლარი იხარჯება.







Print