სპორტი
დავით ქირია სამგზის მსოფლიო ჩემპიონია
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია სამგზის მსოფლიო ჩემპიონი და კუნლუნის ქამრის მფლობელი გახდა. ჩემპიონატი ჩინეთში მიმდინარეობდა. ქირია რინგიდან რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა და მისი ვიდეო მიმართვა ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ის მადლობას უხდის გულშემატკივრებს და თავის გუნდს.

„მადლობას გიხდით ყველას. თქვენ რომ არა, ამას ვერ შევძლებდი. ამ წუთას ჩამოვედი რინგიდან. მადლობა გულშემატკივრებს“, - ამბობს დავით ქირია.

ჩემპიონატი ჩინეთში კიკბოქსინგის ორგანიზაცია Kunlun Fight ეგიდით ჩატარდა.

ამავე თემაზე:

დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია







Print