ახალი ამბები
დღეს ლაშა გოგიას და გია გულორდავას სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას სასმართლო პროცესი დღეს 17 საათზე გაიმართება, სადაც დაცვის მხარე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამს.  ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დაკავებულების ადვოკატებმა უთხრეს.

„საქმის არსებითი განხილვა დაწყებულია. დღეს იქნება შესავალი სიტყვების წარმოთქმა დავის მხარის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი საღამოს ჩაინიშნა, სამუშაო დრო გვაქვს ერთი საათი და ამიტომ მხოლოდ შესავალ სიტყვას ვიტყვით, ალბათ დღეს ამით დასრულდება სასამართლო“, - აღნიშნა გია გულორდავას ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან, თენგიზ ქობალიას - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

ამავე თემაზე:
ლაშა გოგიას და გია გულორდავას სასამართლო პროცესი გადაიდო

ლაშა გოგიას ადვოკატი: განსასჯელის სკამზე დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა იჯდეს
Print