ახალი ამბები
გუბერნატორი: ჩემი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში ისინი არ დაისვას.

"დღეს ბიზნესი თავისუფალია და ასე რომ არ იყოს, მე აქ არ ვიქნებოდი. თუ სახელმწიფოსთვის და გამოძიებისთვის კითხვები არსებობს, ხელშეუხებელი არავინაა. არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. თუ ეს კითხვები არ დადასტურდა, გამოძიებაც შეწყდება. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ დაწინაურებას და ჩემი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირის რეგიონში აქ ყოფნა, ამის დასტურია", -განაცხადა მოწერელიამ.



მან ასე უპასუხა ანაკლიაში სასწავლო ცენტრის გახსნაზე დამსწრეების კითხვებს პორტის მშენებლობის შესაძლო შეჩერების შესახებ. 

ამავე თემაზე:

ანაკლიაში კონსორციუმმა და USAID Zrda-მ სასწავლო ცენტრი გახსნეს
Print