რეგიონი
ლევან ახვლედიანი: მოვუწოდებთ მთავრობას, დროულად დაასრულოს უსამართლო გაუგებრობა (ვიდეო)
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ის გაუგებრობა, რომელიც მამუკა ხაზარაძის ირგვლივ არსებობს. ამის შესახებ მან ანაკლიაში სასწავლო ცენტრის გახსნაზე განაცხადა. ახვლედიანმა დამსწრეების კითხვას უპასუხა იმის შესახებ, ემუქრება თუ არა საფრთხე პორტს და რა ბერკეტები აქვს კონსორციუმს, რომ ეს საფრთხე თავიდან აიცილოს.

ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ხაზარაძისა და TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მალე დასრულდება.

“მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს უსაფუძვლო ბრალდებები და დროზე დაამთავროს უსამართლო გაუგებრობა, რაც დამფუძნებლების გარშემოა. ვიმედოვნებთ, უახლოეს დღეებში დაიხურება ეს თემა და ამის მერე შევძლებთ თავისუფლად გაგრძელებას პროექტის. ინვესტორებმა გამოთქვეს შეშფოთება, მაგრამ არ აჩერებენ მუშაობას. ამ პროექტის ბენეფიციარი ვართ არამარტო ჩვენ, არამედ სახელმწიფო და მთელი ქვეყანა. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ გადავლახოთ დაბრკოლება და ვნახოთ გამოსავალი ამ პროექტის ბოლომდე მისაყვანად”,- აღნიშნა ახვლედიანმა.

ამავე თემაზე:

გუბერნატორი: ჩემი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს (ვიდეო)
Print