რეგიონი
ზედაეწერში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, არიან დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, Mercedes-Benz ML მარკის ჯიპი სატვირთოს შეეჯახა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში ორი დაშავებული შეიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის შესახებ ჯერ ვერ საუბრობენ.

მომხადართან დაკავშირებით შს სამინსიტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print