ახალი ამბები
ფოთის თეატრის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის რეაბილიტაციისთვის 770 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თანხის 95 %-ს ცენტრალური მთავრობა რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოყოფს, დარჩენილი ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სხვადასხვა სამუშაო უნდა შეასრულოს, მათ შორის, მოაწყოს სარეპეტიციო დარბაზი, კაფე-ბარი, ადმინისტრაციული ოთახები, კაფე-ბარი, სამაყურებლო დარბაზი, ვესტიბიული და სხვა.

ამასთან, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებები 16 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით მიიღება.

ფოთის თეატრი ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა. გასულ წელს კი ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შენობა სახიფათოა.

ამავე თემაზე:

ფოთის თეატრის დირექტორი: დროებით მუშაობას ვწყვეტთ

Print