ახალი ამბები
ლილი ბერაია: ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულ ექსპონატებს აღადგენენ
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზის ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებული ექსპონატები რესტავრაციას ექვემდებარება. ამის შესახებ მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიმ ჟურნალიტებს უთხრა. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით, გაფრთხილებულია კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმიდან რესტავრატორები უკვე მოდიან.

„დაზიანებულია ბოკალები და პატარა სირჩები, სულ ექვსი ერთეული. ეს ნივთები იყო დადიანების ნაქონი. დაზიანებული ექსპონატები რესტავრაციას ექვემდებარება. მაშინვე შევატყობინეთ კულტურის სამინისტროს და მოდიან ეროვნული მუზეუმიდან რესტავრატორები. აპრილის თვეში იგეგმება სასახლის რეაბილიტაცია, კარგი იქნება მოგვესწრო. ეს არის ძველი სასახლე, ამორტიზებული. ამ სახლის გარშემო არაფრით არ შეიძლება ძლიერი რყევის მქონე სამუშაოების შესრულება. ეს რყევები თანდათანობით გროვდება და ამის შედეგია ჭერის ჩამონგრევა. მშვიდი გარემო, რომ ყოფილიყო შეიძლებოდა არ ჩამონგრეულიყო. ეს დარბაზი იყო პრობლემური, თუმცა არ მგონია, რომ კიდევ ჩამოინგრეს“, - აღნიშნა ბერაიამ.

მისვე ინფორმაციით, ჭერის ნაწილი დილით ჩამოინგრა.

ამავე თემაზე:

დადიანების სასახლის ჭერი ჩამოინგრა
Print