მულტიმედია
მისალოცი ბარათები დედებს (ფოტო)
საბავშვო ბაღ „ნინიში“ პატარებმა დედებისთვის დედის დღის მისალოცად მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
საკუთარი ხელით გამოჭრილი პეპლები, გულები და ყვავილები ფურცლებზე დააწებეს, ზედ ყვავილები და დედიკოები დაახატეს, რომ 3 მარტს ბალიშის ქვეშ დედას საჩუქარი დახვედროდა. თითოეულმა მათგანმა გვითხრა, რომ მისი დედიკო ყველაზე ლამაზი, კეთილი და ჭკვიანია.

"მე გულს ვაკეთებ დედასთვის, უნდა დავუწერო „დედა, მიყვარხარ“ ჩემი დედიკო ლამაზია და ჭკვიანია". ელენე 5 წლის.

"ჩემი დედიკო ყველაზე კარგია, პეპლები უნდა დავუწებო" დესუნა 4 წლის.

"დედას ვუხატავ გულებს, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს" იაკობი 5 წლის.

"ჩვენი დედიკო კეთილი და მზრუნველია" ქეთი 5 წლის, გაბი 6 წლის. 





Print