ახალი ამბები
ზუგდიდში დეკორატიული საყვავილეების, ურნებისა და სკამებისთვის 112 ათასი ლარი გამოიყო (ფოტო)
ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე ქვისგან დამზადებული დეკორატიული საყვავილეები, ურნები და სკამები განთავსდება.


მათ შესასყიდად მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 112 ათასი ლარია.



მარმარილოსგან ჩამოსხმული 13 ზურგიანი სკამისთვის ბიუჯეტიდან - 28 500 ლარი, ხოლო 15 დეკორატიული საყვავილისა და 50 ურნისთვის 83 500 ლარია გათვალისწინებული.



ტენდერებში წინადადებები 10-დან 12 მარტის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიებმა კი დეკორატიული ნივთების ქალაქში მოწყობა ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყონ.



Print