რეგიონი
ზუგდიდში ეკატერინე ჭავჭავაძის სკულპტურის დადგმა სურთ
ზუგდიდში დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის სკულპტურის შექმნა და მისი სახელობის ქუჩის, სკვერის ან მოედნის მოწყობა სურთ. შესაბამისი ინიციატივა, რომელიც ფრაქცია ენმ-ის სახელით საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა, ოპოზიციონერ დეპუტატს ანა წითლიძეს ეკუთვნის.

„დედოფალ ეკატერინეს უდიდესი როლი მიუძღვის ზუგდიდის როგორც ევროპული ტიპის ქალაქის განვითარებაში როგორც არქიტექტურული ისე კულტურული თვალსაზრისით. დიდია დედოფალი ეკატერინეს როლი როგორც ქალი ლიდერისა, რომელსაც უმძიმეს პერიოდში მოუწია სამთავრობოს მართვა“, - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.

გარდა ამისა, წითლიძე მიიჩნევს, რომ ძეგლის კონცეფციისა და დადგმის საკითხში სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და ეს თემა ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

Print