რეგიონი
კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა
აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის. სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოებაც  გაიმართა.  გარდა ამისა, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით,  რუსთავის, ბათუმის, სენაკისა და ზუგდიდის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთობლივი ღონისძიებების მოწყობაა დაგეგმილი.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს დაიბადა. შარტავა 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. მას  სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.




Print