ახალი ამბები
ქობულია ანაკლიის პროექტზე: შექმნილი ვითარება ნეგატიურ ფონს ქმნის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, პროექტის გაჭიანურება მხოლოდ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებს არ უნდა დაუკავშირდეს. მინისტრი ამბობს, რომ კერძო ბიზნესს მანამდეც უჭირდა კერძო სახსრების მოზიდვა.

„ანაკლიის პორტის მასშტაბის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, ძირითადად კეთდება სახელმწიფოს მიერ. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ გვინდა ქვეყნის ეკონომიკა განვავითაროთ კერძო სექტორზე დაფუძნებით და დაყრდნობით, ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა კერძო სექტორისთვის, რომ შეესრულებინა ეს პროექტი. ჩვენ გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის შესრულება, კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის დაფინანსების მოზიდვა და ეს არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომლებიც მიდის დღეს მამუკა ხაზარაძესადა ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ის ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ურთულებს კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაძრან, მაგრამ საკუთარი კაპიტალის შეგროვება და ლაპარაკი არის 100 მილიონზე, იყო ამ პროცესის და სირთულეების დაწყებამდეც ძალიან რთული. პროექტის დაფინანსებისთვის კერძო სახსრების მოზიდვა და შეგროვება იყო რთული უკვე რამოდენიმე ხნის განმავლობაში“, - აცხადებს ქობულია.


Print