ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მამართულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ, წერს ინტერნეტ გამოცემა "აფსადგილი".

დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ან კრიმინალური ორგანიზაციის შექმნის,  ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის და მართვისთვის, ასევე, მათი დაფინანსებისთვის.

ამავე ცნობით, კანონპროექტი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით შემუშავდა.


Print