ახალი ამბები
ზუგდიდში თამარ მეფისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზუგდიდის ორი ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოაცხადა.

კომბინატში, თამარ მეფის ქუჩაზე 2 100 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 5 მილიონ 657 ათას 584 ლარია, ხოლო თაბუკაშვილის ქუჩის 1500 მეტრიანი სიგრძის გზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ 344 ათას 332 ლარი გამოიყო.

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 7-და 12 აპრილი ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ნახევარ წელიწადში დაასრულოს.
Print