ახალი ამბები
კვლევის თანახმად, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევის თანახმად, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000-ს ადამიანს შეადგენდა.

„დაკავებებს აქვს შემთხვევითი ხასიათი და მოსახლეობისათვის რთულია პროგნოზირება, თუ რა ტერიტორიაზე შეიძლება დააკავონ ისინი. დაკავების გარკვეულ იზოლატორებში არ არის სათანადო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაკავებულ პირთა მიმართ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას. გალში მცხოვრები მოსახლეობისათვის პრობლემურია სათანადო დოკუმენტაციის მიღება, რაც მათ უზღუდავს გამყოფ ხაზზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. აღნიშნული შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ.

Print