ახალი ამბები
კონსორციუმი: ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი სრულად შევსებულია
ამ ეტაპისთვის, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი სრულად შევსებულია. ინფორმაციას ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს.

ამავე ცნობით,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის უკვე მობილიზებულია 620 მილიონი აშშ დოლარი.

ინვესტორთა შორის კი არიან: თიბისი ჰოლდინგი -70 მილიონი,  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი - 400 მილიონი, საინვესტიციო ფონდი - 100 მილიონი, SSA Marine - 20 მილიონი, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდი - 30 მილიონი აშშ დოლარი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ კაპიტალის სრულად შევსება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფინანსურ დახურვას. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ აღნიშნული ინვესტიციებიდან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების  400 მილიონთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბანკებსა და სახელმწიფოს შორის ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციას, კონსორციუმში აცხადებენ, რომ პორტის მშენებლობაში სახელმწიფოს ფული ამ ეტაპზე არ ჩაუდია.

"სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიცია ამ ეტაპზე არის ნული. ეს 100 მილიონი არის მაღალპროცენტიანი სუბსიდირებული სესხი, რომელიც ფინანსური დახურვის შემდეგ ჩაიდება. რასაც მინისტრი მაია ცქიტიშვილი საუბრობს, არის 60 მილიონი, მიწების გამოსყიდვისთვის ჩადებული და ეს მიწები 50 წლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს", - ამბობენ კონსორციუმში.

ამავე თემაზე:

ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტს დაცვა კი არა, შესრულება სჭირდება









Print