ახალი ამბები
ზუგდიდში „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ მოეწყო (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრთან არსებულ ამერიკულ კუთხეში ,,ცოცხალი ბიბლიოთეკა" მოეწყო, სადაც წიგნები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მკითხველებს თავიანი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებაზე, ცოცხალი წიგნების სახით წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა პროფესიის და საზოგადოებისთვის ცნობილი ქალები.

ამერიკული კუთხის კოორდინატორის სოფიო კვარაცხელიას თქმით, „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით ყოველ წელს იმართება.

“ცოცხალი ბიბლიოთეკა” არის ინოვაციური პროექტი, გათვლილი ქართველი საზოგადოებისათვის, რომელიც არაფორმალურ და ინტერაქტიულ დიალოგს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, მკითხველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მხატვრის ნინო ქირიას ნამუშევრები.

Print