ახალი ამბები
ანაკლიაში ხიდის რეაბილიტაციისთვის თითქმის ნახევარი მილიონი გამოიყო
ანაკლია-განმუხურის ხიდის რეაბილიტაციისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის ღირებულება 454 385 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან, დაახლოებით, 5 თვეში უნდა დასრულდეს, აქედან სამი თვის განმავლობაში ხიდის სარებილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, ხიდის მოაჯირების შეღებვა და იატაკის რეაბილიტაცია დასრულებული უნდა იყოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი.

ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.



Print