ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე TBC ბანკზე: ვხედავთ მცდელობას, ძიებაში მყოფი საქმე დაუკავშირონ ანაკლიის პორტს
"ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავთ მცდელობას ძიებაში მყოფი საქმე, რომელიც კონკრეტულ ტრანზაქციას და მასში პიროვნებების მონაწილეობას შეეხება, დაუკავშირონ ანაკლიის პორტს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ანაკლიის პორტის იდეის განხორციელება დაიწყო სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივით და ის გახლავთ ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ გვწამს, რომ მსგავსი პროექტების რეალიზაციის უკეთესი მოდელია კერძო სექტორის მეშვეობით მისი რეალიზაცია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მათ შორის ისეთი მხარდაჭერით, რაც გულისხმობს საერთო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებაში მხარდაჭერას,“ - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავრობა რჩება იმ მოდელის ერთგული, რომლის მიხედვითაც მსგავს პროექტებს კერძო სექტორი სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებს.


Print