ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სამეწარმეო პროგრამის ამოქმედება იგეგმება
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის საგანგებო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება.  

„პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას და ასევე - ერთობლივი წარმოებისა და სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერას. ეს პროგრამა არის მართლაც უპრეცედენტო და მაქვს იმედი, რომ ეს გააჩენს საშუალებას დამატებითი ეკონომიკური აქტივობისთვის და გამყოფი ხაზებით დაყოფილი ადამიანების დაახლოებისთვის, მათ შორის საქმიანი ურთიერთობების გაჩენისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ დაანონსებული ინიციატივა სამ კომპონენტზეა გათვლილი, ესენია: ჯანდაცვა, განათლება და მცირე ბიზნესი, კომერციული საქმიანობა.


Print