რეგიონი
ოკუპირებულ ოტობაიაში მცხოვრები ლევან ძაძუა გაათავისუფლეს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა გაათავისუფლეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ძაძუას მოულოდნელი დაკავება აფხაზმა სამართალდამცავებმა იმით ახსნეს, რომ სხვაში შეეშალათ.

"ასე უთქვამთ, სხვაში შეგვეშალაო. უკვე სახლშია, მაგრამ სასტიკადაა ნაცემი", - გვითხრა ჩვენმა რესპოდენტმა.

ადგილობრივი ლევან ძაძუა ორი დღის წინ საკუთარ სახლში დააკავეს. ადგილობრივის ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმმა ძაძუა სახლიდან გვიან ღამით აიყვანა.

ამავე თემაზე:

სუს: ლევან ძაძუასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

ადგილობრივის ინფორმაციით, ოტობაიაში დაკავებული ლევან ძაძუა ნაცემია

Print