ახალი ამბები
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დაკრძალეს (ფოტო, ვიდეო)
11 მარტს, ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია რამდენიმე წუთის წინ, ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. ის დღეს სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც პატრიარქის კურთხევით მას წესი აუგეს.



ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს.


მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.



აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.

ამავე თემაზე:

ენმ-ის წევრებმა ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სახელმწიფო დროშა გადააფარეს
Print