ახალი ამბები
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილის ძმა: ყოველთვის გავიმეორებ, რომ ჩემს ძმას თავი არ მოუკლავს
ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ძმის პაატა უზარაშვილის თქმით, მის ძმას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს. ის გამორიცხავს, რომ ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

„ბუნებრივი სიკვდილით რომ არ გარდაცვლილა, ერთი შეხედვით ჩანს. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხედავ ჩალურჯებებს, ყბაც აქვს მოღრეცილი, შეიძლება, მოტეხილი იყო. ასი პროცენტით გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას, რადგან ჩემზე უკეთ მას არავინ იცნობდა და ზუსტად ვიცი, თავს არ მოიკლავდა“, - აღნიშნა უზარაშვილმა მისი ძმის დაკრძალვის შემდეგ.

მან ოჯახის დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას, ხოლო პატრიარქს სამძიმრისა და წესის აგების კურთხევისთვის მადლობაც გადაუხადა.

11 მარტს, ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დღეს სენაკში დედის გვერდით დაკრძალეს.


ამავე თემაზე:

"ემპათია": კვარაცხელიას მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა

Print