ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასის ჩარიცხვას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი გაიფიცა. ისინი კუთვნილი ხელფასების დროულად დარიცხვას ითხოვენ. 20-მდე მუშა, რომლებიც ბლოკის დაწყობასა და კედლის ლესვაზე მუშაობდა, აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად დღეს დილით გზაც გადაკეტეს.

„დროულად არ გვიხდიან ხელფასს. ორი თვეა უკვე კუთვნილი თანხის მოლოდინში ვართ. ხელმძღვანელი გვეუბნება ქვეკონტრაქტორმა უნდა დაგირიცხოთო, მაგრამ ის გაქცეულიაო და 25 მარტს მოვიყვანთ და გაირკვევა გადაგიხდიან თუ არაო. არსად არ ვაპირებთ წასვლას აქ დავდგებით სანამ ხელფასს არ გადაგვიხდიან. კორპუსის მშენებლობა არ შეწყვეტილა, ახლები მუშაობენ, მაგრამ ჩვენ სანამ თანხას არ გადაგვიხდიან მუშაობას არ გავაგრძელებთ. არანაირი ხელშეკრულება არ დაგვიდია, არც თვითონ შემოუთავაზებიათ და არც ჩვენ მოგვითხოვია “, - ამბობს ერთ-ერთი მუშა გენადი ფარულავა.

მუშების ინფორმაციით, მათთვის დაახლოებით 30 000 ლარია დასარიცხი.

მანამდე რადიო „ათინათს“ აღნიშნული კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული მიხეილ გამახარია დაუკავშირდა. გამახარია აცხადებდა, რომ მას იანვრის ხელფასი არ მიუღია.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგის“ ქვეკონტრაქტორი შპს "რუმსი"ახორციელებს.  „ათინათი" მათ კომანტრს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშა ხელფასის ჩარიცხვას ითხოვს
Print