რეგიონი
მესტიელმა დიასახლისმა ტურისტს დაკარგული ფული დაუბრუნა
მესტიაში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარიძემ ჩინელ ტურისტ გოგონას ფული და პირადი ნივთები დაუბრუნა. ჯაფარიძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ტურისტი მესტიაში დღეს ჩავიდა.

„ძალიან მადლიერი იყო. უამრავი მადლობა მითხრა. საერთო სურათიც გადავიღეთ“, - თქვა მან.

მესტიაში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარიძემ სახლის დალაგების დროს მოულოდნელად საფულე იპოვა, სადაც პირადობის მოწმობა, საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერი და დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვალუტა აღმოჩნდა. მან ჩინელ ტურისტთან დაკავშირება მოახერხა და დაკარგული საფულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამავე თემაზე:
მესტიაში საოჯახო სასტუმროს მფლობელმა ტურისტს დაკარგული თანხა შეუნახა
Print