რეგიონი
რუხსა და ფახულანში 30 ათასზე მეტი ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
16-18 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხსა და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში 31 040 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს გადაეგზავნა.
Print