რეგიონი
სენაკში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთდროულად მოხდა
სენაკში, შხეფის დასახლებაში ორი ავტოსაგზაო შემთხვვეის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ჯერ მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა, მოგვიანებით კი ადგილზე მოძრავი სხვა ავტომობილი თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც ორი მგზავრი დაშავდა.

ისინი სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „არქიმედეს“ კლინიკური მენეჯერის მარეხ ადანაიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და მას, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ორივე ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევები სენაკში გუშინ მოხდა.

ფოტო: სენაკის ქრონიკა


Print