ახალი ამბები
მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ახალი ტურისტული სეზონისთვის მოეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები“, - აცახდებენ სააგენტოში.

ამავე ცნობით, მარტვილის კანიონს 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა, რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო.

ამავე თემაზე:
მარტვილის კანიონზე ზიპლაინის ატრაქციონები მოეწყობა
Print