პოლიტიკა
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა ცოტნე შონიამ დაიკავა
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას დღეიდან ცოტნე შონია იკავებს. ამ პოსტზე მან გიორგი ლუკავა შეცვალა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუკავა სამსახურიდან პირადი მოტივით წავიდა.

„თბილისში გადავიდა სამუშაოდ და შესაბამისად, რამდენიმე დღე თანამდებობა იყო ვაკანტური. შონიას დანიშვნის ბრძანებას კი მერმა ხელი დღეს, 27 მარტს მოაწერა“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ მერიაში.

შონია მანამდე ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იყო.

Print