რეგიონი
ფოთის მაჟორიტარის შვილის დაღუპვის საქმეზე სამართალდამცავებს განაჩენი გამოუტანეს
საქართველოს პარლამენტის წევრის, ქალაქი ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. განაჩენის თანახმად, საპატრულო პოლიციის ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. პოლიციელები გია სადაღაშვილი და ზურაბ რუსიშვილი კი დამნაშავეებად ცნეს. მათგან სადაღაშვილს სს კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულისთვის - 1 წლითა და 6 თვით, რუსიშვილს კი 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

ბრალდების მხარე განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია გორის სატვირთო გვირაბთან 2018 წლის 17 მაისს დაიღუპა. მის მანქანას აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. სწორედ ამ სატვირთოს შეეჯახა ხახუბია, რის შედეგადაც დაიღუპა.

ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
Print