რეგიონი
სოხუმმა კოდორის ხეობა „ეროვნულ პარკად“ გამოაცხადა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების თანახმად, კოდორის ხეობა „ეროვნულ პარკად“ გამოცხადდა, წერს „აბხაზია ინფორმი“.

ამავე ცნობით, პარკის ტერიტორია 136 825 ჰექტარზეა განთავსებული, ხოლო მის საზღვრებში შემევალი დასახლებული პუნქტების ფართობი 10 ათას 36 ჰექტარს შეადგენს. „ეს სიდიდით მეორე ეროვნული პარკია. პირველი - რიწის რელიქტური ეროვნული პარკია, რომელიც1996 წელს შეიქმნა“, - წერს გამოცემა.


Print