რეგიონი
როგორ ირჩევდნენ მოსამართლეს სენაკის მაზრაში 1920 წელს
1920 წელს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში, სენაკის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლეს კენჭისყრით, წარდგენილი განცხადებისა და CV-ის საფუძველზე არჩევდნენ. ამის შესახებ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 214-ე ნომერშია აღნიშნული. შესაბამისი ფოტო „რესპუბლიკა 100“-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

გაზეთში მოცემული ინფორმაციის თანახმად, მომრიგებელი მოსამართლეობის მსურველს უნდა სცოდნოდა სახელმწიფო, ქართული ენა და წარედგინა რეზიუმე.


ფოტო: რესპუბლიკა100
Print