ახალი ამბები
სენაკელმა მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავეს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა მესამე ადგილი დაიკავეს. ისინი ბელგიაში, ევრო სფეისის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ კონკურსში პირველი ადგილი გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის „აია-ჯესს“ მოსწავლეებმა, ხოლო მეორე - თბილისის 199-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდი აშშ – ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება,ხოლო მეორე ადგილზე გასული მოსწავლეები სტენფორდის უნივერსიტეტში რობოტექნიკის გაკვეთილებს დაესწრებიან.

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეების გუნდი ,,სმართ ქიდსი'' 2017 წელს აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული გახდა და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა. კონკურსი პროექტის ,,გეოლოგიური საფრთხეები'' ფარგლებში ჩატარდა.

ამავე თემაზე:

სენაკის სკოლის მოსწავლეები NASA-ში გაემგზავრებიან
Print