ახალი ამბები
ზუგდიდში ახალი ავტობუსები ივნისის ბოლოს უნდა ჩამოიყვანონ
ზუგდიდში ახალი ავტობუსები კომპანია „ჯი თი გრუპმა“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა ჩამოიყვანოს. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ხელშეკრულება კი შემსყიდველსა და გამარჯვებულს შორის 27 მარტს დაიდო.

შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი „ჯი თი გრუპი“ ჰყავდა. მან მერიისგან ავტობუსების შესასყიდად 3 მილიონ 330 ათასი ლარი მოითხოვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მერია შეისყიდის, უნდა იყოს ახალი, ერთი მარკის და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. გამოშვების წელი არანაკლებ 2018 და თითოეული ავტობუსის მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 6000 კმ-ს. ასევე სატენდერო პირობაა, რომ ტრანსპორტი შშმ პირთათვის იყოს ადაპტირებული.

ზუგდიდის მერიამ ავტობუსების შესაძენად 3 მილიონ 500 ათასი ლარი ისესხა, რომლის დაფარვის ვადაა 2029 წლის 31 მარტია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდისთვის 15 ავტობუსი, შესაძლოა, კომპანია „ჯი-თი გრუპმა“ შეიძინოს 

ზუგდიდის მერია 15 ავტობუსის შესყიდვას აპირებს






Print