ახალი ამბები
მეუფე გერასიმე ივანიშვილის დაპირებაზე: შემოწირულობის გაღება ნებისმიერს შეუძლია
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერამისიმე ამბობს, რომ ტაძრისთვის თანხის შემოწირვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდში სტუმრობისას დადებულ პირობასთან დაკავშირებით. 

„თქვენც შეგიძლიათ შემოწირულობის გაღება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ეს“, - აღნიშნა მეუფემ.

ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდს გუშინ ესტუმრა, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა და ადგილობრივებს სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.

,,მე მგონი რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“ ,- თქვა ივანიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატრიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტი მერის არჩევნებს არ უკავშრიდება და ეს კერძო ვიზიტი იყო.



Print