ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ "თაუნ პარკს" სასამართლოში დავა მოუგო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, რითაც არ დააკმაყოფილა შპს "თაუნ პარკის" საჩივარი ხელშეკრულების გაწყვეტის არაკანონიერების შესახებ.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა, თუმცა განჩინება ჯერ არ ჩაბარებიათ.

"თაუნ პარკმა" მას შემდეგ მიმართა სასამართლოს, როდესაც ზუგდიდის მერიამ 2019 წლის 3 იანვარს გამოსცა ბრძანება "თაუნ პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან, მერიის მტკიცებით,  კომპანია არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. 

ამავე თემაზე:

"თაუნ პარკის" საქმეზე გადაწყვეტილება 23 მარტს გამოცხადდება


Print